"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი და პარტიის შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმზღვანელი ბადრი ბასიშვილი, სამართალდამცავ ორგანოებს ენმ-ს გორის ოფისის მინების ჩამსხვრევის ფაქტის გამოძიებას სთხოვს. ამასთან დაკავშირებით ენმ-ს გორის ოფისში ბრიფინგი გამართა, ბასიშვილის თქმით კომპანია "კულას“ მფლობელმა ივანე გოგლიძემ გუშინ გამართული ბრიფინგზე, მინები რომ თავად ჩაამსხვრია მედია საშუალებებთან აღიარა. თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.
|