შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტმა დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილეები, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და კომპანია BP-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მიერ, დაარსებიდან 10 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა წარმატებულად შეაფასა. სიტყვით გამოსვლისას მან სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტზეც ისაუბრა, რაც მომავალში აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირებას გულისხმობს.
|