გორი რიოს ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების საგულშემატკივროდ ემზადება 27.07.2016
გორი  რიოს ოლიმპიადაზე წარმოდგენილი სპორტსმენების საგულშემატკივროდ ემზადება. ქალაქში უკვე გამოჩნდა გორელი სპორტსმენების ბილბორდი და ფანკლუბი "მოგვერდი“ შეიქმნა, რომელიც დღეს  საგანგებო ფოტოსესიას გამართავს. ფოტოსესია გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში 12:00 დაიწყო და16:00 საათამდე გაგრძელდება, რა დროსაც ნებისმიერ მსურველს მიეცემა შესაძლებლობა ფოტოები გადაიღოს საგანგებოდ დამზადებულ მაისურებში და თანაქალაქელი სპორტსმენების მხარდაჭერა დააფიქსიროს. ფოტოსესია ფანკლუბ "მოგვერდის“ პირველი აქტივობაა. კლუბის ორგანიზატორები მთელი ოლიმპიადის მანძილზე არაერთი საინტერესო ღონისძიების გამართვას გეგმავენ.  რიოს ოლიმპიადის მიმართ გორელების ინტერესი წელს განსაკუთრებით მაღალია, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებისთვის 39 სპორტსმენს შორის გორის საჭიდაო სკოლებში აღზრდილი 5 მოჭიდავე - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი იბრძოლებს. რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი დაგეგმილია 2 აგვისტოს, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს სტადიონ “მარაკანაზე” ჩატარდება. 
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

იანვარი 2026
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272