საქართველოს 2000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისათვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება, - „საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამას“ მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს. პროგრამით გაწერილია კონკრეტული ნაბიჯები, რამდენიმე თვის წინ მიღებული სტრატეგიის თანახმად კი, მთელი საქართველოს ტერიტორია რამდენიმე ზონად დაიყო და კერძო სექტორთა ერთად, სხვადასხვა ინტერესის ზონები განისაზღვრა.
|