ქუჩებიდან გამქრალი ურნები და დაზიანებული მოსაცდელი ჯიხურები. გორის მოსახლეობა შესაბამის სამსახურებს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს. კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, რომ იქმადე სანამ მერია მითითებას არ მისცემს ვერც ურნებს დადგამენ და ვერც მოსაცდელ ჯიხურებს შეაკეთებენ. მითითების საჭიროებას კი ვერ ხედავენ ჯირკველიშვილის უწყებაში და კეთილმოწყობის სამსახურს საკუთარ ფუნქციებს ახსენებენ.
|