„ზრდა საქართველოში“. აშშ-ს განვითარების სააგენტომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ეკონომიკური განვითარების მიზნით, ახალ პროექტს იწყებს, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარე 70 თემის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას. პროექტის განხორციელების შედეგად, სამიზნე თემებში 2 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
|