ოქრუაშვილის გუნდს თაღლითობაში ადანაშაულებენ
"რამდენ ხანს უნდა ვითმინოთ გორის საკრებულოში ოქრუაშვილის თვითნებობა და თაღლითობები“-ეს განცხადება "თავისუფალი დემოკრატების" შიდა ქართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამარ თედლიაშვილმა დღეს გააკეთა. 
თედლიაშვილი გორის საკრებულოში ირაკლი ოქრუაშვილის თვითნებობის აღკვეთას ითხოვს. როგორც ის აცხადებს, საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა კიდევ ერთი ტყუილი თქვა. 
"რამდენიმე კვირის წინ გორის საკრებულოდან გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ისინი აღადგინა სამსახურში თუმცა მან მოიტყუა, რადგან გაუქმდა მხოლოდ ბრძანება გათავისუფლების შესახებ, მათი აღდგენა კი არ მომხდარა"-აცხადებს თამარ თედლიაშვილი, რომელიც ამავდროულად "ქართული ოცნების" შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი თოთლაძეს მიმართავს-"მივმართავ "ქართული ოცნების" შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარეს გიორგი თოთლაძეს საკრებულოში მყოფი უმრავლსეობის სახელით, რამდენ ხანს უნდა ვითმინოთ გორის საკრებულოში ოქრუაშვილის თვითნებობა და თაღლითობები". 
თედლიაშვილის განცხადებას ჯერ-ჯერობით არც გორის საკრებულოს თავმჯდომარე და არც "ქართული ოცნების" შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარე არ გამოხმაურებია.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
სექტემბერი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272