კახეთში ატმის ფასმა დღეს კიდევ ხუთი თეთრით დაიკლო. ატმის რეალიზაციის საკითხით და ფერმერების პრობლემით დღეს პაატა ბურჭულაძის პარტია დაინტერესდა. პარტია "სახელმწიფო ხალხისათვის“ წარმომადგენლები დღეს სოფელ ყიტაანში სპეციალურად მოწყობილ ატმის ბაზრობაზე გლეხებს შეხვდნენ და პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
|