"ივანიშვილის რეჟიმი პორნო-სკანდალით არის დაკავებული და არ აინტერესებთ აქ რა ხდება"-ნათელაშვილი ჯარიაშენიდან მთავრობას მიმართავს

"ივანიშვილის რეჟიმი პორნო-სკანდალით  არის დაკავებული და არ აინტერესებთ აქ რა ხდება"-ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სოფელ ჯარიაშენში საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობის გაცნობის შემდეგ გააკეთა. ის საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებს ჯარიაშენში ჩასვლისაკენ მოუწოდებს და გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევას სთხოვს. ნათელაშვილი ხელისუფლებას ასევე მიმართავს და სთხოვს, რომ დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე რუსეთის მთავრობის ლიდერების წინააღმდეგ. საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას რაც შეეხება "დია"-ს კორესპონდეტის ცნობით, ამ მომენტისთვის გზის მშენებლობის სამუშაოები შეჩერებულია და ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები აღარ იმყოფებიან. ცნობისთვის, სოფელ ჯარიაშენში რუსი ოკუპანტები მძიმე ტექნიკით ორი დღის წინ გამოჩნდნენ, მათ ჯარიაშენელების ბაღბში ნარგავების გაჩეხვა და გზის მშენებლობა დაიწყეს. ადგილობრივების ინფორმაციით, თუ გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლები მავთულხლართების გავლებას დაიწყებენ სოფელი 30 ჰექტარ მიწის ფართობზე მეტს დაკარგავს. 

თამარ ადვაძე ტელეკომპანია "დია" 13.03.2016
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
სექტემბერი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272