"თრიალეთი" გუბერნატორის საპასუხო განცხადებას ავრცელებს 10.09.2015

"გუბერნატორის სახელით გავრცელებული განცხადება გარდა იმისა, რომ არის  არადეკვატური, დამცინავიცაა, არამარტო "თრიალეთის"  მიმართ, არამედ  ზოგადად მედიის თავისუფლების  კონტექსტში.   გუბერნატორი წერს, რომ ქვეყნის მდგომარება მედიის თავისუფლების კუთხით საგრძნობლად არის გაუმჯობესებული. სწორედ ეს არის იმის მანიშნებელი რომ მას ადეკვატურობის განცდა დაკარგული აქვს, ამ განცხადების გავრცელება იმ ფონზე, როდესაც ზეწოლას განიცდის "რუსთავი 2", როდესაც "იმედზე" დაიხურა თოქ-შოუები მინიმუმ უხერხულია. რაც შეეხება "თრიალეთზე"  განცხადებას ამის მერე არც ეს გაგვიკვირდა. ბოდიშს რომ ითხოვ უნდა გეკუთნოდეს. ნუ მანიპულირებს ქარტიის გადაწყვეტილებით, რადგან ქარტიას  "თრიალეთი" არც ერთ სიუჟეტზე არ გაუმტყუნებია. ქარტიამ განიხილა  პრემიერმინისტრის სახელზე გაგზავნილი ღია წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. წერილის ფორმიდან გამომდინარე,   არ იყო მითითებული ის ფაქტი, რომ ჟურნალიტი შეეცადა   გუბერნატორთან დაკავშირებას და მასთან ინფორმაციის გადამოწმებას, თუმცა  არც ზურაბ რუსიშვილმა და არც თემასთან დაკავშირებულმა სხვა პირებმა  ჟურნალიტის   სატელეფონო ზარებს და  მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ უპასუხეს.  

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ  გამოიტანა გადაწყვეტილება რომ პრემიერმინისტრის სახელზე გავრცელებულ ღია წერილში "თრიალეთმა" ქარტიის პირველი მუხლი დაღვია.  ჟურნალიტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ეთიკის პრინციპების მიხედვით განიხილა ღია წერილი და მას არ უმსჯელია აქვს თუ არა  გუბერნატორს ბიზნესინტერესები"-წერს "თრიალეთი". 

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
სექტემბერი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272