ენმ - საკადრო ცვლილებები არსებულ პრობლემებს არ პასუხობს (ვიდეო) 01.09.2015

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  მიიჩნევს, რომ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სერგო რატიანი უარყოფითად აფასებს გიორგი კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენას. დეპუტატის მტკიცებით, ეკონომიკის უწყებაში კვირიკაშვილის საქმიანობა  წარუმატებელი იყო და საგარეო საქმეთა სამინისტროში მის ნაყოფიერ მუშაობასაც გამორიცხავს.

რაც შეეხება, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილის წარდგენას,
„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ მას შესაბამისი გამოცდილება და დამსახურება არ აქვს.

საკადრო ცვლილებების შესახებ 1 სექტემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო უწყების მინისტრის პოსტზე,  კვირიკაშვილის ადგილზე კი თბილისის ვიცე მერი დიმიტრი ქუმსიშვილი. ჯერჯერობით, უცნობია რა თანამდებობაზე ვიხილავთ საგარეო უწყების ყოფილ მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს. 

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456