"რასაც საკრებულო გადაწყვეტს, გადაწყვეტს"-ასე გამოეხმაურა გორის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი საკრებულოს 8 დეპუტატის განცხადებას,
რომლის მიხედვითაც დეპუტატები ოპოზიციური
პარტიებიდან, ქალაქ გორის
მერის, ზურაბ
ჯირკველიშვილისთვის უნდობლობის
გამოცხადების საკითხის
დაყენებას ითხოვენ.
მერის გარდა
დეპუტატებმა განაცხადი
კანცელარიაში საკრებულოს თავმჯდომარის
პაპუნა კობერიძის,
მისი მოადგილის
ნინო ზურაბიშვილის
და ერთ-ერთი კომისიის
თავმჯდომარის "ლეიბორისტული
პარტიის" წევრის,
ზაზა მეზვრიშვილის
გადაყენების მოთხოვნითაც
შეიტანეს. ორივე
განცხადებას საკრებულოს
რვა დეპუტატი
აწერს ხელს. თემაზე ვრცელი რეპორტაჟი ნახეთ "დია"-ს დღის მთავარ საინფორმაციო
გამოშვებაში.