საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენის“ მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს
და დღეს, 27 აგვისტოს, 13:45 საათზე, რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს.
„ჯი-ეიჩ-ენის“ მიერ გავრცელებულ
ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ.
„დღეს, 27 აგვისტოს, 13:40 საათზე, რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. „ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, დაახლოებით, 13:40 საათზე, რუსეთის ფედერაციის ორი საბრძოლო ვეტმფრენი საქართველოს კონტოლირებად სივრცეში შემოფრინდა. ვერტმფრენები შემოფრინდნენ კონფლიქტის ზონიდან. კერძოდ, კარალაეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, ავტობანთან დატრიალდნენ უკან და მეჯვრისხევის მიმართულებიდან დატოვეს საქართველოს ტერიტორია.შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი. 2015 წლის ივლისში საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ვიზიტის დროს, რუსეთმა ასევე დაარღია საქართველოს საჰაერო სივრცე.“-იუწყება სააგენტო.