მაჟორიტარი დეპუტატი გორის რაიონის დაზარალებული მოსახლეობის დახმარების წინადადებით გამოდის
უმრავლესობის წევრი, გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი სტიქიის შედეგად დაზარალებული გამყოფ ხაზთან არსებული სოფლების მოსახლეობის დახმარებას ითხოვს.
სოსო ვახტანგაშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მადლობა გადაუხადა საზოგადოებას და იმ მოხალისეებს, რომლების თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის გვერდით იდგნენ.
"მინდა მადლობა გადავუხადო იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სამოქალაქო გმირობა ჩაიდინეს და თვითორგანიზებით მოახერხეს ის, რაც მოახერხეს და მთელი ქვეყანა ალაპარაკეს იმაზე, რაც ახალმა თაობამ მოახერხა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს აქვს მომავალი და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა კიდევ ერთხელ გამოაჩინეს ახალგაზრდებმა. საქართველოს მიადგა უზარმაზარი ზარალი, რომელიც 100 მილიონზე მეტია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა ის ტკივილი გამოვთქვა, რომელიც გორის რაიონში დატრიალდა, დაახლოებით ათიოდე დღის წინ. საქმე იმაშია, რომ ის სტიქია, რომელიც კონფლიქტის ზონებში მაცხოვრებელ ადამიანებს დაატყდათ თავს, ეს ვნახე ჩემი საკუთარი თვალით. მე ათზე მეტი სოფელი მოვიარე და ვნახე, რამხელა ზარალია გორის რაიონის სოფლებში. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს აღმოფხვრას პრობლემები, რომელიც შეიქმნა ვერეს ადიდების შედეგად, მინდა ვუთხრა ხელისუფლებას - ეგებ რამენაირად გამოინახოს სახსრები იმისათვის, რომ აღმოვუჩინოთ დახმარება გორის რაიონში მცხოვრებლებს, ფერმერებს და გლეხებს, რომლებმაც უდიდესი ზიანი ნახეს ამ სტიქიის შედეგად, რომელიც ორიოდე კვირის წინ მოხდა გორის რაიონში", - განაცხადა ვახტანგაშვილმა.
მისივე თქმით, გლეხები და ფერმერები მოსავლის აღებას ელოდნენ, მათ აქვთ საბანკო ვალდებულებები და უჭირთ ამის შესრულება.
"ამ სოფლებში გლეხი ვერ იღებს მოსავალს და ვალი სულ უფრო და უფრო ეზრდებათ ბანკებისადმი და ეგებ, საქართველოს ხელისუფლებამ უშუამდგომლოს მათ ამ საკითხში. საქართველოს მთავრობას მინდა მივმართო, ეს ტერიტორიები განსაკუთრებით გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორები, როგორც ზუგდიდის მიმართულებით, ასევე გორის მიმართულებით, გამოცხადდეს დროებით გაძლიერებული მზრუნველობის ზონებად და მაქსიმალურად იქნეს ჩვენი მთავრობის ყურადღება ამ ზონებისადმი, რათა ის ელემენტარული სოციალური პირობები იქნას გაუმჯობესებული იქ მცხოვრებლებისთვის, რათა არ დაიცალოს ის სოფლები, რომლებიც იქ არის. მინდა მივმართო სამთავრობო კომისიას, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებაზე მუშაობს, რომ გამოსწორდეს ის შედეგები, რაც გორის რაიონის და ზუგდიდის რაიონის სოფლების მოსახლეობას მიადგა", - განაცხადა დეპუტატმა.

წყარო:www.ipn.ge
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
ივნისი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456