საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო განცხადება
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენა ერთი კვირით გადადო. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მას რჩება შთაბეჭდილება , რომ მთავრობა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობს. "პრემიერ-მინისტრმა წარმომიდგინა მთავრობის განახლებული შემადგენლობა იმისთვის, რომ წარვადგინო პარლამენტში. არსებულ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვნახეთ მინისტრების მყისიერი ცვლილება, როდესაც ვხედავდით, რომ ერთ-ერთ მინისტრი ამბობს, რომ არ მიდის პოსტიდან და მერე წავიდა, როდესაც ვიცოდით, რომ მხოლოდ 2 მინისტრი იცვლება და შეიცვალა სამი, მე მრჩება შთაბეჭდილება რომ მთავრობა ცოტა ფორსმაჟორის რეჟიმში მუშაობს. მინდა ყველას გაგახსენოთ, რომ რთული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. როგორც მთავარსარდალმა, მე მინდა დავსვა კითხვა - რა სიხშირით უნდა ვცვლიდეთ თავდაცვის მინისტრებს? ამ რთული ვითარების ფონზე, მინდა მივცე შესაძლებლობა როგორც პრემიერს, ისე პარლამენტს, უფრო მშვიდ გარემოში განახორციელონ კონსულტაციები. ვიყენებ კონსტიტუციით მონიჭებულ ერთადერთ შესაძლებლობას და ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
სექტემბერი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272