ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოკამი, იგოეთი და მიმდებარე სოფლებში; 16:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში დოესი, ხოვლე, ქვახვრელი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გორში გორიჯვრის, კეცხოველის, ლესელიძის, გაბაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.rnrn
|