ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის მოხუცი - უდანაშაულო ვარ და ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი

თელავის რაიონულ სასამართლოში, ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესს ესწრება დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ის წარდგნილ ბრალდებას არ აღიარებს. გამყრელიძემ მოსამართლე ზვიად შარაძეს სიტყვით მიმართა, სადაც განმარტა, რომ დაკავების დღეს სამართალდამცავები სასურველი ჩვენების მიცემის მიზნით მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"მე ის ვიცი, რომ უდანაშაულო ვარ. არაფერზე მომიწერია ხელი არ ვეთანხმები ბრალდებას. ამას პოლიციასაც ვეუბნებოდი, რის გამოც მცემეს, მირტყამდნენ ყველგან - თვალში, თავში, ზურგში. რომ ვთქვი ყველაფერი მტკივა-მეთქი, 20 დღის შემდეგ დაინტერესდნენ, რა მტკიოდა. ნუთუ ეს არის სამართალი?" - აღნიშნა დაკავებულმა, ომარ გამყრელიძემ.

დღესვე ადვოკატი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობას და დაკავებულის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დანაშაულის შემსრულებლად მიჩნეულ, ყოფილ სპეცრაზმელ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გამოძიებამ შემთხვევის ადგილზე სხვა პირის ყოფნა ამ ეტაპზე დადასტურებულ ფაქტად მიიჩნია.

ბრალდების ვერსიით, 51 წლის ნოდარ გამყრელიძემ მოკლა ძმა, რძალი, ორი მეზობელი და დაჭრა დედა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ბრალის წარდგენიდან ორ დღეში, 20 ივლისს, ნოდარ გამყრელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა და ის ძებნილად ოფიციალურად გამოცხადდა.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ნოემბერი 2025
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
ვალუტა ამინდი
USD2.4038
EUR2.5718
GBP3.0757
RUB4.272