გორში, ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა 6.10.2016
საქართველოში ქარის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა. ელექტროსადგურ "ქართლის" გახსნის საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი სიახლე მიულოცა და საქართველოში ალტერნატიული ენერგიის წყაროს ამუშავება დიდ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადა პროექტის ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს, კახაკალაძეს, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით  განხორციელდა აღნიშნული პროექტი. ქარის ელექტროსადგური  20 მეგავატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც დაახლოებით, 20 ათას ოჯახს ეყოფა. პროექტზე, მშენებლობის პროცესში 200-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის სრული ღირებულება 34 მილიონ დოლრას შეადგენს.
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031