დიდველზე ტობოგანის, ანუ მთის ციგის მშენებლობა დასრულდა 19.08.2016
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ბაკურიანში იმყოფებოდა, სადაც დიდველზე დამონტაჟებული ამიერკავკასიაში პირველი ატრაქციონი „ტობოგანი“ და მიტარბის მშენებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. სამთო-სათხილამურო კურორტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ატრაქციონის, ტობოგანის ანუ მთის ციგის მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია „Tatralift”-მა განახორციელა. პროექტი 2015 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო და 2016 წლის 16 ივლისს დასრულდა. ტრასის სიგრძე 960 მეტრია, საერთო სიგრძე სტარტზე დაბრუნებისას - 1360 მეტრი, ტრასის დახრილობა კი 28%-ია. ტობოგანის მშენებლობა სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ღირებულებაც 3 000 000 ლარია.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345