ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა 31.08.2015

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 1 სექტემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 1 სექტემბერს 2.3493 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3465 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0028 -ით გაუფასურდა

ახალი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.6324 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა აქამდე მოქმედი კურსი 2.6473 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0149 ლარი შეადგინა. 

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345