ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა 24.08.2015
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 25 აგვისტოსთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 25 აგვისტოს 2.3640 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3336 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0304 -ით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.7162 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი კი 2.6342 ლარს შეადგენდა, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.0820- ით გაუფასურდა.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345