ირაკლი ოქრუაშვილს კვლავ ბიძინა ივანიშვილი დაესიზმრა

ირაკლი ოქრუაშვილს კვლავ ბიძინა ივნაიშვილი დაესიზმრა - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

ოქრუაშვილის სტატუსი პირველი არ არის, რომელიც მის facebook-ზე, ციხეში მოხვედრის შემდეგ დაიწერა.

პატიმრობაში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი „პრაიმტაიმის" სტატიას მალევე გამოეხმაურა და განმარტა თუ ვინ წერდა მის Facebook-ზე სტატუსებს და თქვა, რომ ამას მისი მეგობარი აკეთებს.

ციხის სიზმრების სერიიდან

„მთელი დღე ბალზაკთან ვიმეგობრე.

როდესაც რაფაელ დე ვალენტინმა პოლინას მკერდზე უკბინა და მის ხელებში სული დალია ჩამეძინა.

ისევ ის ჩემი 78 - იანი ბიძინა დამესიზმრა.

აქაც არ მასვენებს.

კი გეუბნებოდით, ციხეში სიზმრებში მტრებს ხედავენ მეთქი.

- რა ვჭამოთ ? შემეკითხა

- მანდაა ციხის მაღაზიია სია , გადახედე და თუ რამე გინდა, ჩემი ბარათით იყიდე-ფული შენ მაინც არ გაქვს მეთქი.

- რა ამბავია გორის გოლდენის ვაშლი 3. 70 ლარი რომ ღირსო ?

- რა გითხრა გრიგოლიჩ , თუ არ მოგწონს დედაშენი ნაზიკოს ძროხასავით ამოცოხნე და შიმშილი გადაგივლის მეთქი.

- ე ბიჭო, საიდან გაგახსენდა დედაჩემის ძროხა, ისე მენატრება ნაზიკოს მოწველილი რძით ამოყვანილი ჭყინტი ყველი.

„კარმუშკა" გაიღო და "კლუჩნიკმა" გრიგოლიჩს ამცნო ადიკომ ამანათი შემოგიგზავნაო.

სიხარულით ლეკური დაუარა გრიგოლიჩმა ,როგორც ქერის უბანში.

ადიკოს ამანათში აღმოჩნდა: "იკრა ზამორსკაია" , ცივად მოხარშული ზვიგენის ზურგი, ზებრის კანჭის ბოზბაში, პინგვინი "ნავერტილე," ეკას გამომცხვარი ხაჭაპურები და პარიზიდან უტას გამოგზავნილი "ტარტ ო ფრეზი" .

გაიშალა წელში გრიგოლიჩი , ამოისუნთქა შვებით.

- ჩემს ეკას, ადიკოს და უტას ისევ ვახსოვარ,დაყარა პურმარილი მაგიდაზე და ის ის იყო პინგვინს ბარკალი მოაგლიჯა, ხელში ჩავარტყი.

- მოიცა შე ურჯულო , ჯერ ლოცვა ვთქვათ მეთქი

- რა დროს ლოცვაა ვკვდები შიმშილით , ნაკურთხი ექნება ადიკოს და ლოცვას ჩემი ეკა იტყვისო.

ხელი ჩავიქნიე..

ხრავს გრიგოლიჩი პინგვინს, თქვლეფს ზებრის ბოზბაშს და ეკას გამომცხვარ ხაჭაპურს მე მთავაზობს .

გადავედით დესერტზე .

ვერ მიხვდა რა იყო რა იყო უტას გამოგზავნილი ნამცხვრები. მიუხედავად იმისა, რომ ამ გოიმმა 9 წელი პარიზში იცხოვრა.

ვუთხარი , არ ჭამო გრიგოლიჩ ეგენი, ბევრ ქოლესტერინს შეიცავს, არაფერი დაგემართოს, ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდები მეთქი.

მოვრჩით სადილს და მოგვრჩა საჭმელ- სასმელი.

- ეს გრიგოლიჩ "კლუჩნიკებს" მივცეთ , ცოდონი არიან ბიჭები მთელი ღამე მორიგეობენ მეთქი.

მწვდა ხელებში , რა "კლუჩნიკებს" , სად მიგაქვს , რა იცი ხვალ რა ხდებაო, იქნებ ადიკო აღარ მოვიდესო.

- ფუ, შენი წუწურაქი დედა მეთქი , წიხლი უნდა მიმეყოლებინა, როდესაც ერთმა გენიალურმა აზრმა გამიელვა თავში და მისი განაწყენება გადავიფიქრე.

- ზამთარი წინაა, თან გრძელი და ცივი იქნება. ციხის საჭმელის და ადიკოს იმედად ხომ ვერ ვიქნებით გრიგოლიჩ, ხომ ხედავ გორელები ამდენ ხილს მიგზავნიან და ბარემ კომპოტები და მურაბები მოხარშე -მეთქი.

- ე ბიჭო, საიდან მოგდის ეგ გენიალური აზრები, შენ თეთრი წინსაფარი მიშოვრ და განახებ "ჩემი ეკას "რეცეპტით როგორ კომპოტებს და მურაბებს მოვხარშავ

თეთრი წინსაფარი ვერ ვუშოვე და ექიმს ოთხი ზომით დიდი თეთრი ხალათი გამოვართვი.

დადის გრიგოლიჩი საკანში თეთრ ხალათში გამოწყობილი და ხარშავს მურაბებს და კომპოტებს ყავის მადუღარაში. - აბა, სპილენძის ქვაბის და გაზქურუს შემოტანის ნება წულუკიანმ არ დართო" - წერს ოქრუაშვილი.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345