„მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას!"- პრემიერი ჟურნალისტებს მიმართავს

მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას, - ამ ფრაზით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს რამდენჯერმე მიმართა, როცა მედიის მიერ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეროვნულ ბანკს აქვს ყველანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ პრინციპული ნაბიჯები გადადგას.

„მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას! ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის, რომ მსგავსი პრობლემები მოაგვაროს დროულად, მოახდინოს მათი პროგნოზირება და მათი პრევენცია. ძალიან გთხოვთ, მიეჩვიეთ სიმართლის მოსმენას! რაც შეეხება კურსს - ანალიზი აჩვენებს და გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არის ჯანსაღი. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ეროვნულ ბანკს აქვს ყველა საშუალება და მექანიზმი იმისთვის, რომ გადადგას პრინციპული ნაბიჯები.

რა თქმა უნდა, ის არის დამოუკიდებელი სტრუქტურა და თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მაგრამ კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ გასული კვირის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები არის ჯანსაღი, მოლოდინები, მათ შორის ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით იყო გადაჭარბებული. ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება გადადგას პრინციპული ნაბიჯები და ყველანაირი მექანიზმი აქვს ამისთვის," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031