"ივანიშვილი შეიძლება სარზე ჩამოაცვან, როგორც ლიბიის პრეზიდენტი" - გვარამია
რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პარლამენტთან მიმდინარე გადაცემაში "სირცხვილია" წამყვანის შეკითხვას - " სააკაშვილისგან იყო მოწოდებები, რომ უფრო რადიკალური გამხდარიყო აქციები, ეთანხმებით ამას?" პასუხობს და ამბობს, რომ დიქტატურას უნდა ებრძოლონ მისივე მეთოდებით, სხვაგვარად დიქტატურას ვერ დაამარცხებენ. “თუ [სააკაშვილს უფრო რადიკალური აქციები] უნდა, მაშინ თვითონ უნდა გააკეთოს, თავისი პოლიტიკური ძალის მეშვეობით, თქვენ თვითონ ირჩევთ, როგორი იქნება თქვენი ბრძოლის მეთოდები. მე ვეთანხმები ყველანაირი ბრძოლის მეთოდს, ქვეყანაში არის დიქტატურა და არ შეიძლება ჩემგან ითხოვდნენ სამართლის მორჩილებას და თვითონ აბსოლუტურად არ ემორჩილებოდნენ სამართალს. დიქტატურა მარცხდება მისივე მეთოდებით, დიქტატურა დამარცხდება ამ ქვეყანაში პირობას გაძლევთ. როგორ წავა ბიძინა ივანიშვილი, არის მისი ასარჩევი, ის შეიძლება სარზე ჩამოაცვან, როგორც ლიბიის პრეზიდენტი, იმიტომ რომ, მას ასე აირჩია, ლიბიის პრეზიდენტმა. ის შეიძლება გაიქცეს და ის შეიძლება ჩაჯდეს დიდი ხნით ციხეში, თუ ასე აირჩევს. ის პოლიტიკაში არ უნდა იყოს"- განაცხადა გვარამიამ.
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345