ივანიშვილის თხოვნით კონკრეტულ ადამიანებს ვიჭერდით - ზურაბ ადეიშვილი

იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი  ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში  ბიძინა ივანიშვილის თხოვნით, კონკრეტული ადამიანების დაკავება ხდებოდა.  ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

ადეიშვილის თქმით, ივანიშვილის თხოვნით, ისინი საქმეებს აღძრავდნენ, მაგრამ არც ერთი საქმე უსაფუძვლო არ ყოფილა და უმიზეზოდ ციხეში არავის სვამდნენ. ადეიშვილმა აღნიშნა, რომ უშუალოდ თვითონ ივანიშვილს არასდროს შეხვედრია.

„ყველა ის გვარები, რომელსაც შემოგვითვლიდა და ეს ბევრი იყო, არ იყო ცოტა, ყველა ამ ადამიანს გარკვეული დანაშაული ჰქონდა. არასდროს დაგვიწყია სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელსაც რეალურად არ ჰქონდა ჩადენილი კონკრეტული ქმედება. მაგას არ დავუშვებდით. უნდა ვაღიაროთ, რომ იყვნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც წინასწარ პატიმრობას ვიყენებდით იმის გამო, რომ მან გვთხოვა, მაგრამ რეალურად პოლიტიკა იყოს სხვა. ერთი პალმის ხის მოპარვაზე დაგვაჭერინა ვიღაცა,  ის პალმის ხე, თითქოს 1000 ლარი ღირდა თუ რაღაცა...მე მგონი, ნათესავი იყო. არ მახსოვს“-,განაცხადა ადეიშვილმა.

ზურაბ ადეიშვილი წინა ხელისუფლების დროს იყო გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი. 2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა


ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345