"გახარია შს სამინისტროს რეფორმებს პროფესიულად წარმართავს"
უმრავლესობის წევრი გიგა ბუკია შს მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ ამბობს, რომ  შს სამინისტროში ის რეფორმებს პროფესიულად წარმართავს. "გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად წარმატებულად უნდა შეფასდეს. ბოლო წლების განმავლობაში სარეალიზაციოდ გამზადებული ასობით ნარკოტიკული ნივთიერება იქნა ამოღებული, მოხდა ნარკორეალიზატორთა დაკავება და პასუხისგებაში მიცემა. ამავე დროს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, დამსჯელი ღონისძიებებიდან გადასულია პრევენციულ მიდგომებზე - ნარკომომხმარებლების მკურნალობაზე და ამ მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან, სპეციალური პროგრამაც მოქმედებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში წარმატებული რეფორმები მიმდინარეობს და ყოველივე ამ პროცესებს გიორგი გახარია, როგორც უწყების ხელმძღვანელი, პროფესიულად წარმართავს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გასაგებია თუ რატომ მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ორკესტრირებული შეტევა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით"- ამბობს ბუკია
ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031