გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. რუს დიპლომატს 23 აგვისტოს 70 წელი უსრულდება და რუსეთის „სახელმწიფო სამსახურის" შესახებ კანონის თანახმად, აღნიშნული თანამდებობის დაკავება მას სწორედ ამ დრომდე შეუძლია.

რუსული მედიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე სამი კანდიდატურა სახელდება. მთავარი კანდიდატი კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი ივან ვოლინკინია, რომელიც 2007 წლიდან საქართველოში პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული.

ვოლინკინი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცხოეთის წარმომადგენლობებში მუშაობდა, კერძოდ, აშშ-ში, სერბეთში, მონტენეგროში, საქართველოსა და მაკედონიაში. 2009-2013 წლებში ივან ვოლინკინი სერგეი ლავროვის თანაშემწე იყო, 2023-2018 წლებში კი, სომხეთში რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

გრიგორი კარასინი სავარაუდოდ რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს მუშაობას. კარასინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2005 წელს გახდა. ის ხელმძღვანელობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრების ორმხრივი ურთიერთოებების საკითხებს. პასუხისმგებელია ფედერალური ასამბლეის პალატებთან, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე. აღნიშნული სფერო რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად მიიჩნევა. გრიგორი კარასინი დიპლომატიურ საქმიანობას 1972 წლიდან ეწევა.

 

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345