"ხელისუფლება არის ძალიან აჭრილი და ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ეთამაშება" - ოქრუაშვილი

ხელისუფლება არის ძალიან აჭრილი და ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ეთამაშება, - განაცხადა „გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და მისი დაცვის წევრისთვის პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკური შურისძიება უწოდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი „თიბისი" ბანკის დამფუძნებლისთვის ბრალის წაყენებასაც გამოეხმაურა და ვარაუდი გამოთქვა, რომ ხაზარაძეს უახლოეს მომავალში დაიჭერენ.

„როგორც უკვე აშკარაა და თქვენთვისაც ნათლად ჩანს, ივანიშვილმა დაიწყო ტერორი, რაც პირველ რიგში გამოიხატა ჩემი მეგობრის და ჩემი დაცვის წევრის დაპატიმრებაში, რომელსაც იარაღი ჩაუდეს. გუშინ, გვიან სააპელაციო სასმართლომ უარი გვითხრა, მის სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ მისთვის პატიმრობა. საერთოდ განუხილავი დატოვა და იმის ნაცვლად, რომ განეხილა და თუნდაც ფასადურად ეთქვათ უარი, საჩივარი საერთოდ არ მიიღეს. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს: მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე.

ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ძალიან გაღიზიანებულია ყველა აქტიური ადამიანის მოქმედებით, რომელიც მის წინააღმდეგ გადადგამს ნაბიჯს და ამის გამო მან მამუკა ხაზარაძეს წაუყენა ბრალი და ჩემი ვარაუდით, აპირებს მის დაპატიმრებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ერთ რამეს ხელისუფლება არის ძალიან აჭრილი და ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს რას ეთამაშება. გარკვეული სახის ნაჯახით მოქმედება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორებას", - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031