"მაინც ავაშენებთ!" - ხაზარაძე ანაკლიის პორტზე

"მაინც ავაშენებთ!!!" - ასე გამოეხმაურა TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ცნობას, რომლის მიხედვითაც ანაკლიის პორტის მშენებელი ფრანგული კომპანია Eiffage გახდა.

კომპანიამ ანაკლიის კონსორციუმის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. Eiffage სამუშაოებს შვეიცარულ ABB-სთან და ქართულ CRP-სთან ერთად შეასრულებს. Eiffage-ს, ევროპის სამშენებლო კომპანიების ხუთეულში შედის, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორიცაა ბარსელონას და დაკარის პორტები, აგრეთვე ხიდები და სარკინიგზო გზები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ დღეს პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა. საუბარია 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ გამოძიებაზე.

პროკურატურის ინფორმაციითვე, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულები არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.

მამუკა ხაზარაძის ადვოკატის ინფორმაციით, ის პროკურატურაში დღეს, 24 ივლისს 17:00 საათზე მივა.

ამის პარალელურად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC-ის აქციების ფასი ეცემა. თუ დღეს, ლონდონის დროით 9 საათისთვის თითო აქციის ფასი 15.06 ფუნტი სტერლინგი იყო, ბოლო მონაცემებით (ლონდონის დროით 10:06), ჯგუფის თითო აქცია 14.48 ფუნტი ღირს. 9 საათსა და 46 წუთზე აქციის ფასი 14.36 ფუნტამდე დაეცა, რაც გასული სამი თვის მინიმუმია.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031