"მმართველი პარტია უკანონო მიყურადებას და მოსმენას ახორციელებს ჩემს მიმართ"- ნოდარ მელაძე

 „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე უმრავლესობის დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის განცხადებას პასუხობს და წერს, რომ ის, რაც დღეს ზარდიაშვილმა თქვა, ადასტურებს, რომ მასზე, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსზე, მმართველი პარტია უკანონო მიყურადებას და მოსმენას ახორციელებს. მელაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს:

„დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ჩემი, „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის წყარო იყო ეკა ბესელია, რომელიც ახდენდა ჩემს ინფორმირებას იმ სკანდალურ თემებთან დაკავშირებით, რომელიც კურიერისთვის მომზადდა, მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატების ბიზნესინტერესებსა და შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე.

ამ ინტერვიუთი დგინდება.

1.ჩემი, როგორც საინფორმაციო სამსახურის უფროსის საქმიანობის გამო, მმართელი პარტია ახორციელებს, ჩემს უკანონო ფარულ მიყურადებას, იმის დასადგენად, თუ საიდან ხდება ინფორმაციის მოპოვება.

2. იმის გამო, რომ ჩემი სატელეფონო მოსმენების ან სხვა სახის ფარული მიყურადების შესახებ ვერ იქნებოდა გაცემული სასამართლოს სანქცია, იმიტომ რომ არასდროს!!! ჩემი სახელი არ ფიგურირებდა არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში, ხდება უკანონო ფარული მიყურადება.

3. ფარული მოსმენას ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შესაბამისად, დგინდება, რომ სუსი მისმენს უკანონოდ და საუბრის შინაარსის შესახებ ხდება მმართველი პარტიის დეპუტატების ინფორმირება.

მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დეპუტატის განცხადებაზე, რომელმაც დღეს პრაქტიკულად აღიარა. რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის ფარული მიყურადების ფაქტი", - წერს მელაძე.

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031