ნიკა მელია “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც ის ამბობს, ახლა ბრძოლის ბოლო ეტაპია და ამას ბავშვიც კი მიხვდება.
“მეგობრებო, ბრძოლა არასოდეს მთავრდება - არც დამარცხებით, არც გამარჯვებით. დამარცხდები?! - უნდა იბრძოლო, რომ გაიმარჯვო. გაიმარჯვებ?! - უნდა განაგრძო ბრძოლა, რომ არ დამარცხდე!
წაიღებენ რუსთავი2-ს?! თუ იბრძვი მის ადგილას რუსთავი4 ამოვა! ეს ბრძოლის ორჯერ ორი ოთხია. გამარჯვება წინაა, ბიძინა უკან!
ახლა რომ გადამწყვეტი ეტაპია ბრძოლის, ამას ბავშვიც კი ხვდება.“- წერს ნიკა მელია.