„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის, გიორგი ლომაიას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს. „ვაფასებთ რუსეთის პოზიციას, რომელიც არ აჰყვა ამ პროვოკაციებს. პატივისცემას იმსახურებს რუსეთის პრეზიდენტის აწონილი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. მე ვიტყოდი - ეს არის დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეები პატივისცემით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, უარი თქვან დესტრუქციულ ქმედებებზე, რომლებიც დარტყმისა და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“, - განაცხადა რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა, გიორგი ლომიამ. გუშინ, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრები გამართეს.
|