"მოგესალმებით, არა როგორც პროევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი"

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ამბიცია ევროკავშირის წევრობაა და საქართველო არასდროს აარიდებს თავს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნებს.

„მოგესალმებით საქართველოში რიგით მე-16 კონფერენციაზე სახელწოდებით „საქართველოს ევროპული გზა“. აღნიშნული კონფერენცია განახლებულ მნიშვნელობას იძენს გამორჩეულად მაღალი დონის წარმომადგენლობის გამო, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს.

თუმცა, ასევე იმიტომაც რომ ის ევროკავშირისა და საქართველოსთვის გადამწყვეტ დროს ტარდება – პარტნიორობის წარმატებული ათწლეულის შემდეგ, დრო მოვიდა ჩვენს ურთიერთობაში ახალი მიმართულება დავსახოთ.

მოგესალმებით, არა როგორც პროევროპული, არამედ ამაყი ევროპელი ერის პრეზიდენტი. ქვეყანა, რომლის კულტურა და ცივილიზაცია მკაფიოდ ევროპულია: მედეას სამშობლო უძველეს მითოლოგიაში; ღვინის წარმოების აკვანი; ქრისტიანი ერი ახ. წ. მე-4 საუკუნიდან. ქვეყანა, რომელმაც დასაბამი მისცა ქალთა უფლებებს ახ. წ. მე-12 საუკუნეში ქალი მეფის მმართველობით და 1918 წლის პირველ საპარლამენტო არჩევნებში ქალებისათვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებით.

ბუნებრივია, რომ ქვეყანას ახლა ქალი პრეზიდენტი ჰყავს. ჩვენი ღირებულებები, კულტურა და ისტორია ევროპულია.

ჩვენი პოლიტიკა ევროპულია: ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. ეს მხარდაჭერა ურყევია ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში, ცვლილებებისა და ევროსკეპტიციზმის გარეშე.

ევროპაში გავრცელებულ ახლანდელ კონტექსტში, საქართველო გახდა ერთგვარი გამონაკლისი, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და ენთუზიასტი ქომაგი.

შიდა განსხვავებულობით, თუ ასეთი არსებობს, ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია იზიარებს და მხარს უჭერს ევროპულ ინტეგრაციას. ეს მტკიცე სწრაფვა გამოიხატა ჩვენს ახალ კონსტიტუციაში, რომელიც გასულ წელს მივიღეთ.

1990 წლიდან საქართველოს ბევრი რთული პერიოდი ჰქონდა. საბჭოთა 70-წლიანი ბატონობა, სახელმწიფოს აღმშენებლობა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ძალების აღდგენა 2008 წლის ომის შედეგად, რამაც ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და ღია ჭრილობით ცხოვრება განაპირობა. დემოკრატიის თანმიმდევრულ შექმნასთან ასოცირებული გამოწვევების გადალახვა.

ჯერ კიდევ სირთულეების პერიოდში, ერთი მახასიათებელი შეუცვლელი რჩება: ჩვენი ურყევი თავდადება, კვლავ შევუერთდეთ ევროპულ ოჯახს.

ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე თქვენი დახმარებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. თხუთმეტი წლის წინ ჩვენ შევუერთდით ევროპულ სამეზობლო პოლიტიკას. ათი წლის წინ ჩვენ გავხდით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ნაწილი. ხუთი წლის წინ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას.

ახლა კი, როგორც არასდროს, მჭიდრო კავშირებით ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და მთავარი ეკონომიკის დახმარებით, ვაჭრობითა და ინტეგრაციით. ევროკავშირთან, როგორც ჩვენს უპირველეს სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობით ჩვენი ეკონომიკური კავშირები ყოველწლიურად იზრდება და მან გადაასწრო თურქეთსა და რუსეთს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე. 

ენმ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონპროექტში ცვლილებებს ითხოვს-ხმაური ბიუროს სხდომაზე 22.05.2023
სესიაზე ე.წ.ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩავარდა 19.05.2023
რუსეთთან ვაჭრობას, ეკონომიკას არ ვაჩერებთ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ხალხის ინტერესებს დააზიანებს-პრემიერი 19.05.2023
სანქცირებული ბორტები არ იფრენს საქართველოში, მაგრამ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ მოხდება-კობახიძე 17.05.2023
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი აირჩია - ოპოზიციის ნაწილმა მხარი მმართველი გუნდის კანდიდატს დაუჭირა 17.05.2023
ვაშაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან კავშირში დეპუტატ ისკო დასენს და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345