ლიონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა 06.07.2016

ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი, ლიონელ მესი ესპანეთის პროკურატურამ თაღლითობაში დაადანაშაულა და სასჯელის სახით, 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას  BBC ავრცელებს.

მესის ესპანეთის პროკორატურა გადასახადების დამალვას ედავებოდა. პატიმრობა მიუსაჯეს ფეხბურთელის მამასაც. ფეხბურთელს თანხების ოფშორულ ზონებში გადატანა დაუმტკიცდა.

ესპანური კანონმდებლობის მიხედვით, თუ სასჯელის რაოდენობა 2 წელზე ნაკლებია, მაშინ შესაძლებელია პირმა პირობითი სასჯელით მოიხადოს დანაშაული. სავარაუდოდ, მესის შემთხვევაშიც ასე იქნება.

სასამართლო პროცესზე მესი აცხადებდა, რომ მან თანხების გადატანასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა და იგი მხოლოდ ფეხბურთის თამაშით იყო დაკავებული.

აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345