ქართველმა მოჭიდავემ ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა
იტალიაში, ბერძნულ-რომაული სტილით ქართველმა მოჭიდავემ მათე გოქაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის წარმომადგენელი საიდ მუსაევი პირველივე პერიოდში აშკარა უპირატესობით, 8:0 დაამარცხა. შეჯიბრის პირველ ფინალურ დღეს კიდევ ერთი მედალი დიმიტრი ხაჩიძემ მოიპოვა. 51 კგ-ში მოასპარეზე ქართველმა მესამე საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელი სტრილჩუკი 5:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. 
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345