საზეიმო კონცერტი გორის ცენტრალურ მოედანზე 25.08.2016
რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებული გორელი სპორტსმენების წარმატების აღსანიშნავად, გორის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დღეს საზეიმო კონცერტი გაიმართება . ღონისძიებაში მონაწილეობას მომღერალი დათო ხუჯაძე და ჯგუფი „ქოლორი“  მიიღებენ. შემსრულებლები დამსწრე საზოგადოების წინაშე სხვადასხვა ნომრებით ორი საათის განმავლობაში წარსდგებიან. რიოს ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებული სპორტსმენების წარმატებისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის გორის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 000 ლარამდე გამოყო.
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345