მომენტი ქართული კინოს გადაღებიდან
“ბურთი და მოედნის” გადაღების დროს კუჭკუჭის სტადიონზე სარბენად დიდი შავი ტრუსები დასჭირდა, სტუდიაში კი იპოლიტეს ზომისა ვერ აღმოაჩინეს. გადაღება ორი დღით გადაიდო.
საღამოს, შინ მისულმა იპოლიტემ, აივანზე გასაშრობად გაფენილ სიდედრის კუთვნილ, შორტებივით სრულ, მოგრძო ნიფხავს მოჰკრა თვალი.
მეორე დღეს ვერიჩკამ შეძრა N13 სახლის მცხოვრებნი. მეზობლების აივნები რომ შემოიარა, ეზოშიც ჩავიდა და იქაც ბევრი ეძება, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მიაგნო თავის “იმას”.
– რას ეძებ, ვერიჩკა? – ეკითხებოდნენ გაოცებული მეზობლები. ვერიჩკა კი, ვითომაც არ ესმოდა, რას ეკითხებოდნენ, უადგილოდ და უმიზეზოდ უღიმოდა მათ.
გვიან ღამით გადაღებიდან დაბრუნებულმა იპოლიტემ, ოჯახის წევრების გაღვიძებას რომ მოერიდა, აივანზე დაიძინა და…
დილაადრიანად რძისა და მაწვნის ბოთლების გამოსატანად აივანზე გასული ვერიჩკას კივილმა ყველა გააღვიძა.
– დედაია! ამას რას ხედავს ჩემი დასაფსები თვალები! სად იყო ბიჭო, მაი ტრუსიკი?
– კაი ახლა, ვერიჩკა. რა მოხდა მერე. ამ ასაკში შენ ტანზე ჩაცმულს მაინც ვერავინ ნახავდა და ახლა ეს ნიფხავი მსოფლიოს მოივლის…. აბა?!წყარო: ხელოვნებაა თვით უკვდავება
მაისი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031