ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 თებერვალს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალგორის და კასპის რაიონში სოფლებში ახმაჯი, ნაგომევი, ოძისი, ლამისყანა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ხაშურში და ხაშურის რაიონის სოფლებში წაბლოვანა, ცედანი, ცივწყარო, კაკალათხევი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.