ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ოქტომბერს 14:00-დან 18:00 საათამდე
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს კასპის რაიონის სოფლებში ოკამი, ლამისყანა,
ხვითი, ჩანგილარი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე ქარელის რაიონის
სოფლებში ფცა, ბერძენაული, აბისი, აბანო და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 19:00 საათამდე
აბონენტებს ხაშურში, სურამში და ხაშურის რაიონის სოფლებში ქვიშხეთი, ტაშისკარი, სათივე
და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.