ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ოქტომბერს 11:00-დან
17:00 საათამდე ელექტროენერგიის
მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს გორის რაიონის სოფლებში ყელქცეული, ფხვენისი, ხვით,
ატენი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ხაშურში ქობულეთის,
თავდადებულის, ნათაძის, ჩიქოვანის, ტერეშკოვას და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო
სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.