ჯარისკაცი, რომელმაც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ემოციები ვერ შეიკავა

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გუშინ მთავრობის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მაშინ, როცა მამუკა მდინარაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, კადრში დააფიქსირეს ჯარისკაცი, რომელმაც შვილმკვდარი დედის ტირილზე ცრემლი ვერ შეიკავა.

ვიდეო სოციალურ ქსელში იმავე წუთებიდან აიტაცეს.

სამხედრო მოსამსახურე 32 წლის გოგა კვირიკაშვილია. სამხედროს შესახებ ambebi.ge-მ დაწერა.

როგორც ჯარისკაცი საინფორმაციო პორტალს უყვება, არ ეგონა, რომ მის ემოციას ვინმე შენიშნავდა.

„იმდენი გმირის საფლავზე საქართველოს დროშით დგომა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო. ჩემს გარშემო უამრავი გაუბედურებული დედა, დაქვრივებული ცოლი და დაობლებული ბავშვი იდგა და რაღაც მომენტში ემოციებს ვერ მოვერიე", - ამბობს გოგა კვირიკაშვილი.

აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.

პაატა იმნაძე- ნაღდი ფულის დამუშავება ეს იქნება სადეზინფექციო ხსნარები თუ იგივე ცხელი უთოს გამოყენება, საკმაოდ ეფექტიანი იქნება
პაატა იმნაძე - COVID 19 ის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან საყურადღებოა ერთი 03.04.2020
მაია ცქიტიშვილი- პირველი ამოცანა სამუშაო ადგილებისა და არსებული ბიზნესსაქმიანობის შენარჩუნებაა
აპრილი 2020
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123