"ვეთანხმები პატრიარქს, მაგრამ რეალობა არის სხვა" -თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე პატრიარქის საკვირაო ქადაგებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უპრიანი იქნებოდა, ასეთი მიმართვები ყოფილიყო ხელისუფლების მიმართაც.

როგორც ჭოხონელიძემ განაცხადა, რომ ირივე მხარის არგუმენტები მისთვის გასაგებია.

„მე მესმის ძალიან კარგად ის მოთხოვნა, რომ დედა შვილთან ახლოს უნდა იყოს. 3 წლის ასაკამდე ერთი პირობები აქვს დედა-შვილს და ამ პერიოდში ძალიან ბევრი დედა შორდება შვილს, რომ იმუშავოს. ჩვენი პატრიარქი ძალიან მოაზროვნე ადამიანია და ძალიან კარგად ესმის ისეთი დედების, რომლებსაც უწევთ გავიდნენ და იმუშავონ, რომ სხვა გზა არ აქვთ. ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, ალბათ სხვა მიმართვებიც უფრო უპრიანი იქნებოდა, მაგალითად ხელისუფლების მიმართაც და ქართველი ხალხის მიმართაც. ეს ამდენი დაპირისპირება ქვეყნისთვის არაფრის მომტანია. ერთი მხარისაც მესმის, რომელმაც ეს ყველაფერი გააპროტესტა და პატრიარქისაც მესმის, რომელსაც სურვილი აქვს, რომ შვილები გაიზარდონ დედებთან.

ძალიან გაღიზიანებული არიან ადამიანები და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან. ვერ ვამტყუნებ ვერც ერთ მხარეს. რეალობა არის მწარე, მესმის, რომ სწამთ პატრიარქის, მისი სიტყვის, მაგრამ იგივე კითხვაა რა ქნან ასეთმა ქალებმა? ახლა მოყვება პატრიარქის დამცველებისგან რეაქცია ამას, ისევ არ ეთანხმება პატრიარქს თამრიკო ჭოხონელიძეო, ვეთანხმები პატრიარქს, მაგრამ რეალობა არის სხვა.

სიტყვის თავისუფლებას მიაწერენ ალბათ ახლა პატრიარქის კრიტიკას. ვერავის გამოედევნები და ჰკითხავ, თუ რატომ აკრიტიკებენ მას, მაგრამ ის ხალხი უფრო ამწვავებს ყველაფერს, ვინც ვითომ პატრიარქის დამცველები არიან. ისინი ყველაზე მეტ განკითხვაში აყენებენ თავის თავს და ყველაზე მეტად პატრიარქს ღალატობენ იმით, რომ ვინმეს განიკითხავენ. საოცარი ადამიანია პატრიარქი, მე მისაუბრია მასთან და მინდა გითხრათ, რომ თუ რაიმეს დაუსაბუთებ განსხვავებულ აზრს, როგორ დაგიქნევს თავს... თავი დაანებონ პატრიარქის იმიჯის შელახვას, ნდობის შელახვას, ზუსტად ვითომ მისი დამცველები აკეთებენ ამას" - განაცხადა ჭოხონელიძემ „პრაიმტაიმთან".

ოქტომბერი 2019
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123