„რუსთავი2“- ის იურისტი, თამთა მურადაშვილი ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.
როგორც მურადაშვილი ამბობს, დღეს ის შვებულებაში უნდა გასულიყო, თუმცა შეიტყო, რომ არც შვებულება ეკუთვნის და დღეიდან „რუსთავი2“-ის თანამშრომელიც აღარ არის.
დეტალების გარკვევას თამთა მურადაშვილი მოგვიანებით აპირებს, თუმცა ადასტურებს რომ სამსახურიდან გათავისუფლებულია.