"საჭმელს ითხოვენ ადამიანები გესმით, შვილებს მშივრებს აძინებენ" - აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ მას უამრავი ადამიანი დახმარების თხოვნით მიმართავს. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები როდესაც გაჭირვებულები მხოლოდ და მხოლოდ საჭმელს სთხოვენ. სინჯიკაშვილი საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს.

„მომაქციეთ ყურადღება ერთი წუთით რა - ძალიან ბევრი ადამიანია შიმშილის ზღვარზე უკვე. აი ჩემი ტელეფონი საერთოდ აღარ ჩერდება, უბრალოდ საჭმელს ითხოვენ ადამიანები გესმით?. შვილებს მშივრებს აძინებენ, თვითონვე მშიერი მშობლები. მარტოხელა მოხუცები, ვისაც სიარული შეუძლია, ურნაში ეძებენ საჭმელს. ამ წამს 56 ოჯახია, სადაც ამ დღეებში თუ რამე არ მივუტანეთ, არ ვიცი როგორ იქნებიან. რამდენიმეჯერ ბავშვებს გული წაუვიდათ სკოლაში შიმშილისგან. ნაღდ სტატისტიკას ცოტა მერე დაგიწერთ, ჩემი თვალით ნანახს, ეხლა კი ამ ადამიანებზე მომეხმარეთ რა, როგორც შეძლებთ. 

ხვალ, 3 აგვისტოს, შუადღის 15:00- დან, საღამოს 21:00-მდე, ნახალოვკაში, ქარვასლა-ს წინ, ავტოსადგომზე იდგება მანქანა და შევაგროვებთ საკვებ პროდუქტებს. გამოდგება ნებისმიერი საჭმელი, ოღონდ მალე არ ფუჭდებოდეს და მგზავრობას გაუძლოს. მაცივარი თითქმის არცერთს არ აქვთ, არ დაგეზაროთ მოსვლა, ვისაც შეგიძლიათ რა და იქნებ რომელიმე საკვები პროდუქტების კომპანიები და მარკეტებიც მოგვეხმაროთ, ერთი ყუთი მაკარონით ბიზნესი არ დაგეღუპებათ, ადამიანებისთვის კი ყველა ლუკმა მნიშვნელოვანია. გამივრცელეთ ეს ამბავი, როგორც შეძლებთ რა, იქნებ საკმარისი მოგროვდეს, დარიგებით ჩვენ დავარიგებთ და ამაშიც ვინმეს თუ გეცლებათ და მოგვეხმარებით, კარგი იქნება ტანსაცმელს ნუ მოიტანთ, ადგილი არ გვექნება და მომავალ კვირას შევაგროვებთ ცალკე.

მოსვლას ვინც ვერ შეძლებთ, ჩარიცხვაც შეგიძლიათ, მაგითაც პროდუქტს ვიყიდით. აბა ჩვენ ვიცით“ - წერს აკა სინჯიკაშვილი. 



გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031