როგორ შევარჩიოთ ხორცი? - აუცილებელი ნიუანსები

სა­ქო­ნე­ლი, ღორი, ცხვა­რი, თევ­ზი, ქა­თა­მი, შე­ბო­ლილ-და­მა­რი­ლე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი - ხორ­ცი ყვე­ლას სხვა­დას­ხვა სა­ხით უყ­ვარს, თუმ­ცა მომ­ზა­დე­ბამ­დე მთა­ვა­რი მისი სწო­რად შერ­ჩე­ვაა.

ხორ­ცით ადა­მი­ან­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­და­ვი­დეს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: ბრუ­ცე­ლო­ზი, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი, ციმ­ბი­რის წყლუ­ლი, ჯილე­ხი, ხორ­ცის სის­ხლსა და ქსო­ვი­ლებ­ში მყო­ფი პა­რა­ზი­ტე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ხორ­ცის ყიდ­ვი­სას ამ ნი­უ­ან­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

არ შე­ი­ძი­ნოთ ხორ­ცი: სა­ეჭ­ვო ად­გი­ლებ­ში რო­მელ­საც ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბა არ აქვს გავ­ლი­ლი რო­მელ­საც გა­ფუ­ჭე­ბის თუნ­დაც ერთი ნი­შა­ნი მა­ინც აქვს რო­მელ­საც გალ­ღო­ბა-გა­ყინ­ვის ნიშ­ნე­ბი აქვს რო­მე­ლიც ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში მა­ცივ­რის გა­რე­შე ინა­ხე­ბა
რო­გორ ავარ­ჩი­ოთ გა­უ­ყი­ნა­ვი ხორ­ცი?

გა­უ­ყი­ნა­ვი ხორ­ცი სა­ღია თუ - მისი ზე­და­პი­რი მშრა­ლია; ახა­ლი გა­ნა­ჭე­რი სვე­ლია, მაგ­რამ არა წებ­ვა­დი; კონ­სის­ტენ­ცია დრე­კა­დი და ელას­ტი­უ­რია; ცხი­მი არ უნდა ჰქონ­დეს ყვი­თე­ლი; სახ­სრე­ბის ზე­და­პი­რი თეთ­რი და მბზი­ნა­ვი უნდა იყოს, მყე­სე­ბი კი ელას­ტი­უ­რი და მკვრი­ვი.

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ გა­ყი­ნუ­ლი და შემ­დეგ გამლღვა­ლი ხორ­ცი?

ხში­რად არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი გა­ფუ­ჭე­ბულ ხორცს ყი­ნა­ვენ და ისე ყი­დი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცის ამოც­ნო­ბა მხო­ლოდ გალ­ღო­ბის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი - მას შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს მძაფ­რი, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი, რო­მე­ლიც თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის დროს კი­დევ უფრო ძლი­ერ­დე­ბა.

გა­ყი­ნუ­ლი და შემ­დეგ გამლღვა­ლი ხორ­ცი არა­ე­ლას­ტი­უ­რი და სვე­ლია. თუ ხორ­ცის ქვეშ სი­თხის მო­ვარ­დის­ფრო გუ­ბუ­რაა, ეს ნიშ­ნავს რომ ის გამლღვა­ლია, რად­გან ასეთ ხორცს მუდ­მი­ვად გას­დის წყა­ლი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031