რუსეთში 3.2 მილიონი ჰექტარი ტერიტორიის დაწვის შემდეგ ხანძრის ჩაქრობა გადაწყვიტეს

რუსეთში ციმბირში, ირკუცკში, კრასნოიარსკსა და იაკუტიაში 3.2 მილიონი ჰექტარის ტერიტორიის დაწვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხანძრის ჩაქრობის ბრძანება გასცა. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძრის ჩასაქრობად საკმარისი არ კეთდებოდა. მეტი მოქმედებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მოთხოვნით პეტიციას უკვე 700 000-ზე მეტმა მოქალაქემ მოაწერა ხელი. 

რუსეთის ფედერალური სატყეო სააგენტოს უფროსის თქმით, ცეცხლის გაჩენა მეხის დაცემამ გამოიწვია, ძლიერი ქარის შედეგად კი ფართოდ გავრცელდა აღმოსავლეთის რეგიონებში. 

კვამლის ზემოქმედებისგან უკვე არაერთი ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

2 დღის წინ, მაშინ, როდესაც ცეცხლი 2.6 მილიონ ჰექტარ ტერიტორიას ეკიდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ხანძრის ჩაქრობის მცდელობას აზრი არ ჰქონდა და ხარჯი სარგებელს გადააჭარბებდა. ისინი აღნიშნავდენ, რომ ხანძარი დასახლებულ ტერიტორიებს არ ემუქრებოდა, თუმცა სმოგმა და ჰაერის დაბუნძურებამ დიდ ქალაქებამდეც მიაღწია.

ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელიც კი მიაჩნევდა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საჭირო არ იყო.

კრასნოიარსკის რეგიონის გუბერნატორი ამბობდა, რომ ზაფხულში ხანძარი იგივეა, რაც ზამთარში ქარბუქი და რომ ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა არაფრის მომტანი და ზოგჯერ საზიანოც კი იყო.

რუსმა ვიდეობლოგერმა, დიმიტრი ივანოვმა, რომელიც Youtube-ზე პოლიტიკურ თემატიკაზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ბლოგერია, ციმბირში ტყეების დაწვასთან დაკავშირებით თავის არხზე Kamikadzedead-ზე ვიდეო განათავსა და ხანძრის მიზეზებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, ხანძრის მიზეზი არის ის, რომ რუსეთი წლებია ციმბირის ტერიტორიის ტყეებს უკანონოდ ჩეხავს, რათა მასალა ჩინეთს მიჰყიდოს, წელს კი გაჩეხვის მასშტაბებმა არნახულს მიაღწია და იმისთვის, რათა ამ უკანონო ქმედების კვალი დაეფარათ, მათ მილიონობით ჰექტარი ტყე გადაწვეს.

იუთუბერმა პროტესტი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ხელისუფლებას ეს ხანძარი ხელს აძლევს და მის ჩაქრობას არც ცდილობს, მხოლოდ რეპორტაჟებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაცია თავისით დალაგდება, “მექრთამე ეკოლოგები პუტინს სჭირდება”,- ამბობს ის, ვინაიდან მედიაში გავრცელებული ცნობებით, ხანძრის მიზეზი მხოლოდ მაღალი ტემპერატურა და ქარიშხლებია.

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031