მალხაზ კობაურის საქმე სააპელაციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმე სააპელაციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო, ამის შესახებ “2020NEWS”-ს კობაურის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ წინა კვირას მიიღო და მოსამართლემ ჩათვალა,  რომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება კობაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით არანაირ სამართლებრივ გადახედვას არ ექვემდებარებოდა.

“უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ, თუმცა სამწუხაროდ სააპელაციოდან სასამართლოდან საქმის განხილვაზე უარი მოგვივიდა. მან წარმოებაში არ მიიღო აღნიშნული საქმე და მოსამართლემ მიიჩნია, რომ ვერდიქტი, რომელიც მალხაზ კობაურის წინააღმდეგ იქნა გამოტანილი არანაირ სამართლებრივ გადახედვას არ ექვემდებარება. სამართლებრივ ბრძოლის გაგრძელების არანაირი ბერკეტი აღარ გვაქვს“, - განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის ცხედრები ხადას ხეობაში 2018 წლის ივლისში აღმოაჩინეს. პოლიციამ მალევე 19 წლის მალხაზ კობაური დააკავა, რომელსაც ბრალად ედება მკვლელობა და ლორა სმითის გაუპატიურება. კობაური დანაშაულს არ აღიარებს და ირწმუნება, რომ სმითები მას არ მოუკლავს.

27 მარტს გორის რაიონულმა სასამართლომ ნაფიცმსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

წყარო: "2020NEWS"

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
აპრილი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345