სატვირთო მანქანიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამდრომდე მძიმეა. ის რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებული 57 წლის მამაკაცი, გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელია. თვითმხილველების თქმით, სატვირთო მანქანას ბილბორდი გადაჰქონდა, რა დროსაც მუშა მანქანიდან გადმოვარდა და ბანერი დაეცა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
|