ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, საკუთარ სახლში 59 წლის არჩილ გ. ჩამომხრჩვალი მეზობლის ბიჭმა იპოვა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" სოფელის თემის რწმუნებულმა მარინე ლაგვილავამ განუცხდა.
„ორი დღეა აჩიკო არ გვენახა,მოიკითხეს მეზობლებმა და ნახეს კარის რაფაზე ჩამომხრჩვალი. მარტოხელა, მხიარული კაცი იყო",- გვითხრა რწმუნებულმა.
შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.