მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ კი­დევ ერთ უბე­დურ შემ­თხვე­ვას მუშა ემსხვერ­პლა

16 ივ­ლისს, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მომ­ხდარ კი­დევ ერთ უბე­დურ შემ­თხვე­ვას მუშა ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო - 17 წლის გი­ორ­გი ბეშ­კე­ნა­ძე, რო­მე­ლიც ლა­გო­დე­ხი­დან თბი­ლის­ში სა­მუ­შა­ოდ ჩა­მო­ვი­და, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ლიფ­ტის შახ­ტა­ში ჩა­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ლა­გო­დეხ­ში, იმ სოფ­ლის ბი­ნად­რე­ბი, სა­დაც გი­ორ­გი ცხოვ­რობ­და, ამ­ბო­ბენ, რომ ბეშ­კე­ნა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი მძი­მე ეკო­ნო­მი­კურ პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რობ­და და არას­რულ­წლო­ვა­ნი ბიჭი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო სკო­ლა მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რათა ოჯა­ხი ერ­ჩი­ნა:

"ჩემი მე­ზო­ბე­ლი იყო ეს ბიჭი... ამ ოჯახ­ში ტრა­გე­დია აქამ­დეც მოხ­და - და­ახ­ლო­ე­ბით 7 წლის წინ გი­ორ­გის ძმამ თავი მო­იკ­ლა, მა­შინ ისიც არას­რულ­წლო­ვა­ნი იყო. შვი­ლის სიკ­ვდი­ლი უმ­ძი­მე­სი დარ­ტყმა იყო ოჯა­ხის­თვის და 4 წლის თავ­ზე, მა­მამ შვი­ლის საფ­ლავ­ზე ჩა­მო­იხ­რჩო თავი... მას შემ­დეგ ოჯა­ხის რჩე­ნას გი­ორ­გი ცდი­ლობ­და. რო­გორც ვიცი, სკო­ლა­შიც აღარ და­დი­ო­და ამის გამო... დღი­უ­რად ეხ­მა­რე­ბო­და ად­გი­ლობ­რი­ვებს, მი­ზე­რუ­ლი თან­ხა 15-20 ლარი რომ ეშო­ვა და სა­კუ­თა­რი თავი და დედა ერ­ჩი­ნა", - გა­ნუ­ცხა­დეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა.

წყარო: ambebi.ge

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
მარტი 2024
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარას. შაბათიკვირა
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031